ვგმობთ ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალას“ წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებენ.
- ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ
- მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელორუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა. სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- აღნიშნულია განცხადებაში.
- ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია
- საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.